|
ბატონ იური ყეინაშვილს წინამდებარე წიგნი, მეტად დროულია და მნიშვნელოვანი ქართველი ერისა და მისი ისტორიისათვის, გამომდინარე იმ კოსმიური მოვლენებიდან, რომლებმაც განაპირობეს ჩვენი ერისამჯერად მეტად მნიშვნელოვანი და ახალი სულიერ-ევოლუციური განვითარების ეტაპის, ზღურბლზე დადგომა. 2003, 2005, 2007 წლები, ასტროლოგიური-კოსმიური საზომით, წარმოადგენს იმ გარდამტეხ პერიოდებს, რომლებმაც უნდა შეუწყონ ხელი საქართველოს აღმშენებლობისათვის და სულიერი გარდასახვისათვის აუცილებელ პირობების შექმნას. თუმცა კოსმოსი, გვამცნობს, რომ "ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია", ახლებური ინტერპრეტაციით დაწარმოსახვით, ამიტომ ახალი საქართველოს შენება, თავისთავად უნდა ეყრდნობოდეს იმ დიდი კულტურის, ცოდნის, მრწამსის, რწმენის ცოდნას, რომელსაც ეყრდნობოდა ქართველობა მრავალი საუკუნის განმავლობაში, რომელმაც განაპირობა მისი დიდება და ევოლუცია.
ქართველ ტომთა სულიერ-ევოლოციური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს კი წარმოადგენდა მათი სათუთი დამოკიდებულება კოსმიურ-ასტრონომიულ-ასტროლოგიურ კანონზომიერებებისადმი, რაც ასევე გამოიხატა ბ-ნ იურის წიგნში, რომელიც ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბია. კირჩხიბი კი ასტროლოგიაში - განაგებს სამშობლოს ტრადიციას, ერის ოჯახის გენეალოგიას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ბატონი იურის თვალთახედვის არეში მოექცა სწორედ მისი სამშობლოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული წარსული. წინამდებარე წიგნი გვამცნობს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა მზეს და მთვარეს ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში, ისინი მთავარ ღვთაებებად იყვნენ წარმოდგენილნი და მათ არაერთი რიტუალური მოქმედება უკავშირდებოდა. ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ ის ადამიანი, რომელიც შესძლებს სამყაროს, კოსმიური კანონზომიერების შემეცნებას (ევოლუციის გზაზე), შესძლებს საკუთარი თავის ქვეცნობიერებაში შეღწევას და სამყაროს ოთხი პირველელემენტის - ცეცხლის, მიწის, წყლის და ჰაერის ღვთაებების მეშვეობით განთავისუფლდეს მავნე ენერგიებისა და ჩვევებისაგან: იგი მათ სწვავს ცეცხლში, ან ატანს ქარს, ან განბანს წყლით, ან გადასცემს დედამიწას. ჩვენი წინაპრები კოსმიურ კანონებს ცეკვაშიც იყენებდნენ - მათ იცოდნენ, რომ ცეკვისას "გასმების" შესრულების დროს მარჯვენა ფეხის წინ გაწევა, იწვევს მოცეკვავეში მზის თბილი, ოქროსფერი ენერგიის შემოსვლას, მარცხენა ფეხის წინ გაწევა კი იწვევს მთვარის - გრილი, ვერცხლისფერი ენერგიის შეტანას სხეულში. მათ იცოდნენ ხელის თითების კოსმიური დანიშნულება, შესაბამისი მართვა და კონტროლი. მაგ.: ცერა თითი - ლოგიკისა და ნებისყოფის ძალის (ენერგიის) გამომხატველია, საჩვენებელი თითი - ბედისწერის, შუა თითი - მოძღვრობის, უსახელო თითი - საერთო საკოცობრიო სიყვარულის, ნეკა თითი - ფიზიკური სიყვარულის, გამრავლების განასახიერება და ა.შ. ხალხური მედიცინა მთლიანად ეყრდნობოდა მთვარის კალენდარს, თითოეული წამლის დამზადება, წამლობა მკაცრად იყო განსაზღვრული შესაბამისი რიტუალით და მთვარის ენერგიების გათვალისწინებით. ჩვენი ბრძენი წინაპრები სადილს არასოდეს არ ამზადებდნენ ახალ მთვარეზე დაჭრილი შეშით, რადგან იცოდნენ იმ ნეგატიური ენერგოვიბრაციების შესახებ, რომელიც ახალი მთვარის დღეს განეკუთვნებოდა და რომელიც ნეგატიურ დაღს დაასვავდა მათ საკვებს და ჯანმრთელობას. ასეთი მაგალითები მრავლადაა წარდგენილი ამ წიგნში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ სიბრძნეზე, რომლითაც ოდითგანვე იყო გაჟღენთილი, ღვთის მიერ კურთხეული, დალოცვილი ჩვენი სამშობლო, სადაც კარგად ერკვეოდნენ და იყენებდნენ სამყაროს კოსმიურ-ასტროლოგიურ კანონებს, რაც განაპირობებდა კიდეც ქვეყნის სულიერ და ფიზიკურ სიმაგრესა და ერთიანობას. იმედია, ეს წიგნი გახდება საწინდარი კიდევ ერთხელ ჩვენს წარსულში ჩახედვისა და აქედან გამომდინარე მომავლის შენებისა. მიხეილ ცაგარელი
ბიოლოგიურ მეცნ. კანდიდატი. თბილისის სამედიცინო აკადემიის დოცენტი, ასტროლოგი |