წიგნის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ წიგნის მაღაზიებში.

რედაქტორისაგან



წიგნი, რომელიც თქვენ ახლახან გადაშალეთ, ისტორიის ან ეტნოგრაფიის აკადემიური გამოცემა არ გახლავთ; ამ ფურცლებზე ქართული ყოფის მატეანე მისტიურ-ეზოთერული შუქის ფონზე იკითხება.


მთლიანად


კირჩხიბი ასტროლოგიაში განაგებს სამშობლოს ტრადიციას



ბატონ იური ყეინაშვილს წინამდებარე წიგნი, მეტად დროულია და მნიშვნელოვანი ქართველი ერისა და მისი ისტორიისათვის, გამომდინარე იმ კოსმიური მოვლენებიდან, რომლებმაც განაპირობეს ჩვენი ერისამჯერად მეტად მნიშვნელოვანი და ახალი სულიერ-ევოლუციური განვითარების ეტაპის, ზღურბლზე დადგომა.

მთლიანად


წინასიტყვაობა



ჩინეთიდან, იაპონიიდან, ეგვიპტიდან, საბერძნეთიდან თუ ინდოეთიდან დაბრუნებული ბევრი ჩვენი თანამემამულე დიდი მოწიწებითა და აღტაცებით საუბრობს ამ ქვეყნების ისტორიაზე, ისტორიულ ძეგლებზე, მათ უწინდელ ფილოსოფიაზე, ცეკვებსა და სიმღერებზე. ისინი გაოცებულნი არიან ამ უდიდესი კულტურის მქონე სახელმწიფოების ხილვითა და გაცნობით მაშინ, როდესაც ზოგიერთი მათგანი საქართველოს ისტორიულ ადგილებში არ ყოფილა, არ იცნობს ჩვენს კულტურულ ძეგლებს, წინაქრისტიანულზე რომ არაფერი ვთქვათ; არიან ისეთებიც, რომლებსაც წინაპრების ისტორია, კულტურა, ტრადიციები სულაც არ აინტერესებთ და სხვა ქვეყნების უძველესი ლეგენდების ცოდნით იწონებენ თავს, სხვათა ისტორიასა თუ ფილოსოფიაში არიან განსწავლულნი, ევროპული ქვეყნების მეფეთა და დიდებულთა გენეალოგიური ხის გამოკვლევითა და მათდამი აღტაცების გამოხატვით არიან გართულნი.

მთლიანად